ავტოსაგზაო შემთხვევა

ტროტუარზე შეეჯახა - 15 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე სატვირთოს მძღოლს ბრალი წარედგინა

პროკურატურის ცნობით, ორთაჭალაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რასაც არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს ბრალი წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს, თბილისში, ვ. გორგასლისა და ბ. კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა" - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხევა 21 ნოემბერს მოხდა, დაგორებულმა ტრაილერმა 15 წლის მოზარდი მოიყოლა. 

კომენტარები