კანადა-უკრაინა

კანადა უკრაინას 1 მილიარდ დოლარამდე სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ჯასტინ ტრუდო და ვოლოდიმირ ზელენსკი
Unian

კანადა უკრაინას $971.5 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას კანადის მთავრობის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

აღნიშნული თანხა 2023-2026 წლებში გამოიყოფა. 2023/2024 ფინანსურ წელს უკრაინას $595 მილიონი გადაეცემა, 2024/2025 წელს - $318 მილიონი, 2025/2026 წელს - $144 მილიონი.

ომის დაწყების დღიდან კანადა უკრაინას $7.2 მილიარდით დაეხმარა. კანადამ ასევე 175 000 უკრაინელი დევნილი მიიღო და ევროპის კონტინენტზე უკრაინელების გასაწვრთნელად გამოცდილი სამხედრო ინსტრუქტორები გააგზავნეს.

მიმდინარე წლის სექტემბერში ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად კანადას ეწვია და ქვეყნის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა.

კომენტარები