კანადა-უკრაინა

კანადის პარლამენტის სპიკერი ნაცისტი ვეტერანისთვის გმირის წოდების გამო გადადგა

 REUTERS/Blair Gable

კანადის პარლამენტის თემთა პალატის პრესსპიკერი, ენტონი როტა ნაცისტი ვეტერანის გმირად მოხსენიების გამო თანამდებობიდან გადადგა

ენტონი როტამ პარლამენტის წევრებს განუმარტა, რომ ის შეცდა, როდესაც 98 წლის ვეტერანი, იაროსლავ ჰუნკა პარლამენტის სესიაზე დაპატიჟა. ამ პარლამენტის სესიის საპატიო სტუმარი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. ენტონი როტამ საჯაროდ აღნიშნა იაროსლავ ჰუნკას იქ ყოფნა და მას გმირი უწოდა. 

მას შემდეგ, რაც ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ იაროსლავ ჰუნკა ნაცისტური გერმანიის Waffen SS-ის დივიზიის წევრი იყო, ენტონი როტას სიტყვები დაგმეს კანადის პარლამენტარებმა და მას მიუღებელი უწოდეს. 

"ჩემმა საჯარო გამოსვლამ შეურაცხჰყო და ტკივილი მიაყენა მრავალ ადამიანს და საზოგადოებას კანადაში, მათ შორის ებრაულ თემს კანადაში და მსოფლიოს გარშემო. მე ჩემს ქმედებებზე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას" - თქვა ენტონი როტამ. 

რამდენიმე დღით ადრე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ თქვა, რომ მისი აზრით, ენტონი როტას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. 

კომენტარები