რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პისტორიუსი: გერმანია უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

REUTERS/Ints Kalnins

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ცნობა პისტორიუსისა და მისი კოლეგის, რუსტემ უმეროვის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

სამხედრო დახმარების პაკეტი 4 საზენიტო სისტემა Iris T-ის, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს მოიცავს.

21 ნოემბერს, კიევში ვიზიტის დროს პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ეს გასული ზამთრის შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტია.

გერმანიამ უკრაინას Iris T-ის ტიპის 3 საზენიტო სისტემა უკვე გადასცა, კიდევ ერთს კი ზამთარში მიაწოდებს. ამის ტიპის კომპლექსების მეორე ნაწილის სახით უკრაინა 2024 წელს 4 სისტემას მიიღებს, მესამე პარტია კი 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები