ფლანგვის დეტექტორი

GMC: ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, კალათბურთელი პარლამენტარის, ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება, კერძოდ, 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს.

აღნიშნული ქონება თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს.

თვითონ კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია ყოფილმა სპორტსმენმა 2020 წელს დაარსა, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება დაარსებიდან 9 თვის შემდეგ გადაუფორმდა. კომპანიას მოგვიანებით სახელი შეეცვალა და დღეს არსებული მონაცემებით მას შპს სანი სპორტს ქვია. 

კომენტარები