რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დახმარების პაკეტი  1 HIMARS-ის სარაკეტო სისტემას, Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Javelin-ებს და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს.

გარდა ამისა, პაკეტში შედის სამ მილიონზე მეტი ვაზნა, ზამთრის სამხედრო აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.

ამავდროულად, პენტაგონი აღნიშნავს, რომ "უკრაინის სამხედრო დახმარება სწორი ინვესტიციაა ეროვნულ უსაფრთხოებაში" და მოუწოდებს კონგრესს, დაამტკიცოს თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დაფინანსება.

აშშ-მ უკრაინის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი ნოემბრის დასაწყისში წარადგინა, რომლის ღირებულებაც 125 მილიონ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები