აშშ

ჰავაიში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და წყალში ჩავარდა

სამხედრო-საზღვაო თვითმფრინავი P-8 ოაჰუს კუნძულთან ავარიის შემდეგ, 20 ნოემბერი, 2023
Hawaii News Now

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი ჰავაის კუნძულ ოაჰუზე მდებარე საზღვაო ქვეითების ბაზაზე დაჯდომის მცდელობის დროს ასაფრენ ბილიკს გასცდა და ყურეში ჩავარდა. ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან ყველა უვნებელი გადარჩა.

ამინდის ეროვნული სამსახურის თქმით, ინციდენტის დროს ხილვადობა იყო შემცირებული, ხოლო ქარის სიჩქარე 33 კმ/სთ-ს აღემატებოდა.

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ბოინგ P-8A Poseidon-ი, რომელიც საზღვაო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენება, სტანდარტულ საწვრთნელ მისიას ასრულებდა.

კომენტარები