მიწისძვრა ფილიპინებზე

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მიწისძვრას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მიწისძვრას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 ადამიანს, რომლებიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასის ქვეშ არიან მოყოლილები.

6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მინდანაოს რეგიონი იყო, სადაც სტიქიის შედეგად სავაჭრო ცენტრის სახურავი დაინგრა, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელები, ათობით ადამიანი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბუნებრივმა კატასტროფამ რეგიონის ოთხ პროვინციაში 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 32 საავტომობილო გზა დააზიანა. მათივე ცნობით, 450-მდე ადამიანი პანიკური მდგომარეობისა და სუნთქვითი პრობლემების გამო ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები