ნორვეგია

ნორვეგიამ ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრა – NATO

NATO Air Command 

F-35-ის ტიპის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრეს. ინფორმაციას NATO-ს საჰაერო სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

17 ნოემბერს ნორვეგიული F-35 ევენესის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან მას შემდეგ აფრინდა, რაც რუსული თვითმფრინავი NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდა. 

NATO-ს ინფორმაციითვე, მე-5 თაობის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ორი Ту-160 ბომბდამშენი, ორი МіГ-31 და ორი Іл-78 Midas ამოიცნეს.

კომენტარები