რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: კიევის მიმართულებით გაშვებული Shahed-ის ტიპის დრონები გავანადგურეთ

Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული დრონები გაანადგურეს.

წინასწარი მონაცემებით, ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

როგორც პოპკო წერს, დრონებს კიევზე ჩრდილოეთის მიმართულებიდან მიჰქონდათ იერიში.

მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის დახმარებით, გასულ ღამით ყველა - ათამდე უპილოტო აპარატი განადგურდა.

18 ნოემბრის ღამეს უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა: დრონებმა იერიში კიევის გარდა, ოდესისა და ხმელნიცკის ოლქებზეც მიიტანეს. 

გარდა ამისა, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა ტელეგრამ-არხზე დაწერეს, გასულ ღამით უკრაინამ ოკუპანტების მიერ გაშვებული 38 დრონიდან 29 გაანადგურა

კომენტარები