საქართველო-სომხეთი

საქართველოს და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის გეგმას

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ერევანში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, სადაც სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბურჭულაძემ და პაპიკიანმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

"ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა". - წერია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რის შემდეგაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ნაძვის ხე დარგო თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული კომპლექსის ტერიტორიაზე.

კომენტარები