არჩევნები 2024

ვაშაძე: ენმ-სა და სტრატეგია აღმაშენებლის კოალიცია I ადგილზე გავა, ოცნება კი დამარცხდება

გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი კი, რომელიც შემოგვიერთდება, პირველ ადგილზე გავა. პრორუსულ ძალას ქვეყნის მართვის მანდატი არასდროს ჰქონია და წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს ქართული ოცნება ღიად პრორუსული ძალაა და აქედან გამომდინარე, ის არჩევნებს ვერ მოიგებს.

IRI-ს კვლევის მიხედვით, სტრატეგია აღმაშენებელი ერთადერთი გამონაკლისი პარტიაა, რომლის რეიტინგიც გაიზარდა. მაგრამ, იმისთვის, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ, მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა საკმარისი არაა. ჩვენ „გამარჯვების კოალიციას“ იმიტომ ვაყალიბებთ, რომ ქართულ ოცნებას არჩევნებში რაიმე სახის გამარჯვების შანსი არ დავუტოვოთ.

ეს კვლევა ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ როგორც ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელმა გადავდგით ნაბიჯი კონსოლიდაციისკენ, ასე უნდა გადადგან მათაც და შესაბამისად, 5%-იანი ბარიერი პრობლემა აღარ იქნება - რათა ერთხელ და სამუდამოდ, ეს პრორუსული, ბნელი ძალა ქვეყნის მართვას ჩამოვაშოროთ.

ყველა ოპოზიციურ პარტიას ვურჩევ მეტი გაერთიანებისკენ. მე, როგორც „გამარჯვების კოალიციის“ კამპანიის ხელმძღვანელი, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ ვაწყობ სტრატეგიას, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება. ჩვენი მიზანია, პირველ ადგილზე გავიდეთ და გავალთ კიდეც. ამას მოწმობს აღნიშნული კვლევებიც.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ IRI-ს კვლევასთან დაკავშირებით.

კომენტარები