რუსეთი-სომხეთი

ზახაროვა: სომხეთს ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა კარგს არაფერს მოუტანს

მარია ზახაროვა
RT

15 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე სომხეთის შესახებ ილაპარაკა.

"როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ქვეყნის კეთილდღეობა დაფუძნდა იმ ბონუსებზე, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობით და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობით მიიღო – ეს არის რეალური ციფრები და ფაქტები, მრავალი ცარიელი, დასავლური განცხადებებისა და დაპირებებისგან განსხვავებით. პარტნიორები გვთხოვენ ამ ყველაფრის შენარჩუნებას, ამავდროულად თავად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, კერძოდ უსაფრთხოების სფეროში, რომლებიც აზარალებს ორმხრივ თანამშრომლობას და უგულებელყოფს რუსეთის ინტერესებს. ეს არის ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის მცდელობა? თუ რა ქვია ამ საქციელს"? – ამბობს ზახაროვა.

ზახაროვას თქმით ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა სომხეთს "კარგს არაფერს" მოუტანს.

14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ОДКБ-ს ყოველწლიურ ღონისძიებას არ დაესწრება.

კომენტარები