იტალია

იტალიაში ჭარბწონიანი მკვლელი ციხიდან სახლში გადაიყვანეს, რადგან დიეტას ვერ უზრუნველყოფდნენ

 Newsflash

იტალიაში, ტურინის ციხიდან შეყვარებულის მკვლელობისთვის დაკავებული ჭარბწონიანი მამაკაცი ციხიდან გამოუშვეს, რადგან ციხე მისთვის შესაფერის დიეტას ვერ უზრუნველყოფდა. ტურინის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დიმიტრი ფრიკანომ სასჯელის დარჩენილი პერიოდი შინა პატიმრობაში, მშობლების სახლში უნდა გაატაროს.

დიმიტრი ფრიკარნო და მისი შეყვარებული 2017 წელს სარდინიაში ისვენებდნენ. ფრიკარნომ შეყვარებული დანით 57 ჭრილობის მიყენებით მოკლა. როგორც ცნობილია, კონფლიქტი ფრიკარნოსა და მის შეყვარებულს შორის იმის გამო დაიწყო, რომ ფრიკარნო საწოლში ჭამდა და ნამცეცებს საწოლშივე ყრიდა. ფრიკარნოს 2019 წელს სასამართლომ 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

დიმიტრი ფრიკარნო დაპატიმრებისას 120 კილოგრამს იწონიდა, თუმცა ახლა უკვე 200 კილოგრამს იწონის. ტურინის სასამართლოს თქმით, ფრიკარნოს სპეციალური, დაბალკალორიული დიეტა სჭირდება, რასაც ციხე ვერ უზრუნველყოფს. 

კომენტარები