რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მომავალ წელს Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1A5-ის ტიპის 25 ტანკს გადასცემს

გერმანიის არმიის Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი 2015 წლის წვრთნებზე

2024 წელს გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1A5-ის ტიპის 25 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული შეკვეთა, Leopard-ის ტანკების მიწოდების გარდა, ითვალისწინებს ხუთი სარემონტო-საევაკუაციო მანქანისა და ორი სასწავლო ტანკის უკრაინისთვის გადაცემას. ამასთან, გერმანიის მიერ დაფინანსებული შეკვეთის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონ ევროს შეადგენს და მოიცავს მოიცავს წვრთნების, ლოგისტიკის, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკურ მომსახურების ღირებულებასაც. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბუნდესვერმა Leopard 1A5-ის ტანკების გამოყენება 10 წლის წინ შეწყვიტა, თუმცა ისინი მარაგში მაინც ინახებოდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი გერმანიამ მათი გამოყენება კვლავ გადაწყვიტა. 

Der Spiegel-ი ასევე წერს, რომ სექტემბერში კიევმა უარი თქვა ამ ტიპის 10 ტანკის მიღებაზე, რადგან მათ დამატებით შეკეთება სჭირდებოდა, ხოლო უკრაინას ამისთვის საჭირო ტექნიკური პერსონალი და სათადარიგო ნაწილები არ ჰქონდა. 

გამოცემა ასევე წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Rheinmetall-მა მიიღო შეკვეთები სხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის ნიდერლანდებისა და დანიისგან. კონცერნი გეგმავს, რომ ამ ქვეყნების დაფინანსებული შეკვეთის ფარგლებში მომავალ წელს უკრაინას Leopard-ის უახლესი 2A4-ის ტიპის14 ტანკი მიაწოდოს. 

კომენტარები