გორბი

GORBI: დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს  – ოცნება 55%, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი - 20%

ცესკო

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 55%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 20%-მა, გირჩი მეტი თავისუფლება/დროა - 4%-მა. 

სხვა პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • ლელო 4%
  • ევროპული საქართველო 3%
  • საქართველოსთვის 3%
  • პატრიოტთა ალიანსი 2%
  • ლეიბორისტული პარტია 2%
  • მოქალაქეები 1%
  • გირჩი 1%
  • სხვა 5%

კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოიკითხა. 

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარია +/- 2.2 %.

კომენტარები