კრიმინალი

თბილისში, რატის ბართან დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა

თბილისში, რატის ბართან მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რატის ბართან დაპირისპირება 12 ნოემბერს მოხდა. შსს-ს ცნობით, მათ ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

როგორც თვითმხილველი, თორნიკე აკოფაშვილი ამბობს, დაახლოებით, 10-მდე ადამიანი 3 პირს დაუპირისპირდა.

"გუშინ სრულიად გაუგონარი და ამორალური რამ მოხდა. ახალგაზრდების დაპირისპირება ცივი იარაღის გამოყენებაში გადაიზარდა. სამ კაცს 10-მდე პირი ასე გაუსწორდა.

კიდევ ცუდი ისაა, რომ ხალხი და განსაკუთრებით, როცა ამ დაჭრილ ბიჭებს უყურებდა, უმეტესობას არ აინტერესებდა ან ვერ ეკარებოდა. არადა, დიდი ალბათობით, ამ ბიჭისთვის პირველადი დახმარება რომ არ გამეწია, სისხლისგან დაიცლებოდა. თავის არესა და ზურგში იყო დაჭრილი - გულის მხარეს და ღრმა ჭრილობა იყო.

მეორე ბიჭი ხელში იყო დაჭრილი, დაახლოებით მსგავსად უყურებდნენ. პერანგი რაც ჰქონდა, თავიდანვე შემოვახიე, რომ შემეჩერებინა. სასწრაფო კლასიკურად აგვიანდება. პოლიციაც დაბნეულად იქცეოდა.( რა ექნათ არ იცოდნენ) - წერს Facebook-ზე აკოფაშვილი და ერთ-ერთი დაჭრილი პირის ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები