რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონიდან 7 გავანადგურეთ – უკრაინა

პოლიციის ოფიცერი  Shahed-136-ის ტიპის დრონის ნარჩენებთან ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
Vyacheslav Madiyevskyy/Reuters

14 ნოემბრის ღამეს რუსები უკრაინას Shahed-ის ტიპის 9 დრონითა და 2 რაკეტით დაესხნენ თავს, მათგან უკრაინამ 7 დრონის განადგურება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებენ

"საჰაერო ძალების ძალებისა საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, გავანადგურეთ Shahed-136/131-ის ტიპის 7 უპილოტო საფრენი აპარატი". - ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, რუსებმა დრონები კრასნოდარის ოლქიდან, Іскандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა ყირიმიდან, ხოლო X-35-ის ტიპის პილოტირებული საფრენი აპარატი ზაპოროჟიედან გაუშვეს.  

კომენტარები