თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტში Self-Check in კიოსკები განთავსდა, მგზავრები რეგისტრაციას თავად შეძლებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა. მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, თავად დარეგისტრირდნენ  რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი. 

"პროექტში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ 150 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება" - აცხადებს ტავ ჯორჯია.

კომენტარები