ეს დეტალები, ეხლა მე ასე საქმის კურსში არ ვარ და სიღრმეებში არ ვიცი, მაგრამ, ზოგადად, ეს არის სტანდარტული პროცედურა. არაერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ევროპაში მოგზაურობს, ყოფილან მსგავსი ფაქტის მომსწრე, როდესაც არ უშვებენ ქვეყანაში და აბრუნებენ უკან. ეს ჩვეულებრივად, ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი პრაქტიკა. [...] დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ საქართველოს საზღვარს კვეთს ყოველდღიურად, რავი, ათასობით ადამიანი, ეხლა ყველა ადამიანის პირადი საქმე მე ვერ მეცოდინება, ბუნებრივია. შესაბამისად, ეხლა რა ფაქტობრივ გარემოზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მე არ ვიცი.
tbl.ge/6ljn
დაკოპირდა

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ენმ-ს ბრიტანელი კონსულტანტის, ბენ მალეტის საზღვარზე შეყოვნებასა და საქართველოში შემოსვლაზე უარის მიღების შესახებ.
ენმერთიანი ნაციონალური მოძრაობაალექსანდრე დარახველიძებრიტანელი კონსულტანტიბენ მალეტისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაქართველოში არშემოშვება
ამავე თემაზე
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე
- ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს
- წითლიძე: არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, სანამ ენმ-ში დემოკრატია არ დამყარდება
- სააკაშვილი ენმ-ზე: მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე




