ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის პოლიტიკური პლურალიზმის მისაღწევად დაბალი ბარიერი მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში, თითქოს, დაბალი ან მაღალი ბარიერი განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა ავტოკრატიული რეჟიმის შეცვლას. იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ, აუცილებელია, საკმარისი რაოდენობით მოქალაქე ჩავრთოთ ამ პროცესში და დაბალი და მაღალი ბარიერის მიუხედავად, შევძლებთ ამ რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივით ჩანაცვლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც დაბალი ბარიერი გვიშველის.
tbl.ge/6lia
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე. ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2022 წლის განცხადებით, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის ლიდერები დღეს ამბობენ, რომ ეს საკითხი არ განიხილება და არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




