დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრეივერმანი რიში სუნაკმა თანამდებობიდან მოხსნა

TOBY MELVILLE

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრეივერმანი პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობიდან მოხსნა. ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობის და ბრეივერმანის ხისტი განცხადებების გამო, სუნაკმა კაბინეტის გადატვირთვის გადაწყვეტილება მიიღო. 

"რიში სუნაკმა სთხოვა ბრეივერმანს დაეტოვებინა მთავრობა და მან მიიღო ეს წინადადება" - თქვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერმა. 

სუელმა ბრეივერმანმა აღნიშნულის შესახებ თქვა, რომ მისთვის უდიდესი პატივი იყო გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობა და მოგვიანებით უფრო მეტი ექნება სათქმელი ბოლო დროინდელ პოლიტიკურ დაძაბულობებთან დაკავშირებით. 

წინა კვირას სუელა ბრეივერმანმა ხისტად შეაფასა ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის პოლიტიკა პროპალესტინურ მარშებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ისინი "ფავორიტობანას თამაშობენ" პალესტინის მხარდამჭერების სასარგებლოს. ბრიტანეთის მთავრობის სხვა წევრებმა თქვეს, რომ ისინი სუელა ბრეივერმანის სიტყვებს არ გამოიყენებდნენ ვითარების შესაფასებლად. შემდგომ ბრეივერმანმა დაამატა, რომ პროპალესტინური მარშები ლონდონის ქუჩებს სიძულვილით აბინძურებენ. 

ასევე, 11 ნოემბერს გაერთიანებული სამეფო პირველ მსოფლიო ომში ომში დაღუპულთა დღეს აღნიშნავდა. ამავე დღეს ქუჩებში მასობრივი პროპალესტინური მარში გაიმართა. შედეგად, პროპალესტინელი აქტივისტები და ულტრა-მემარჯვენე პროტესტანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კომენტარები