რუსეთი

რუსეთში პოლიციელებმა სცემეს მოქალაქეს, რადგან ის ერთ-ერთ მათგანს ცემისთვის უჩიოდა

TASS

რუსეთის ქალაქ ველიკი უსტიუგში უბნის ინსპექტორებმა მოქალაქე სცემეს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ მათგანს ცემაზე უჩივლა.

გამოძიების ვერსიით 2023 წლის თებერვალში პოლიციელი მაქსიმ მოხნატკინი მოქალაქე სერგეი უსოვთან სახლში მივიდა და "პირადი მოტივებით" სცემა. 

აპრილში უსოვმა პოლიციას მიმართა და ცემის შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღეში მასთან სახლში მოხნატკინი მეწყვილე ლუდმილა პახნევასთან ერთად მივიდა. პოლიციელებმა უსოვს სცემეს, შემდეგ აიძულეს საკუთარი მობილური ტელეფონების კბილებით გაღრღნა და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაზარალებულმა "ცრუ გამოძახების" ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში 10 დღე გაატარა.

საქმის შესახებ საჯაროდ ახლა გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ФСБ-მ და რუსეთის შსს-მ ერთობლივი ძალებით მოხნატკინი და პახნევა დაიჭირეს.

კომენტარები