დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის შს მინისტრი: პროპალესტინური მარშები ლონდონის ქუჩებს სიძულვილით აბინძურებენ

AFP

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუელა ბრეივერმანმა თქვა, რომ ყოველკვირეული პროპალესტინური აქციები ლონდონის ქუჩებს სიძულვილით აბინძურებენ და ეს მარშები აღარ უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ლონდონის აქციები უკვე ტერორიზმს განადიდებენ და შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო. 

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს პოლიტიკის გამკაცრებას ყოველკვირეული მარშების ჩატარებასთან დაკავშირებით. 

რიში სუნაკი 13 ნოემბერს მეტროპოლიტანის პოლიციის კომისარს, სერ მარკ როულის შეხვდება, რათა გამოიკვლიოს შაბათს, 11 ნოემბერს მომხდარი არეულობის საკითხი.

11 ნოემბერს გაერთიანებული სამეფო პირველ მსოფლიო ომში ომში დაღუპულთა დღეს აღნიშნავდა. ამავე დღეს ქუჩებში მასობრივი პროპალესტინური მარში გაიმართა. შედეგად, პროპალესტინელი აქტივისტები და ულტრა-მემარჯვენე პროტესტანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რიში სუნაკის თქმით, ის სერ მარ როულისთან ასევე იმსჯელებს, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან, რათა არსებობდეს გარანტიები, რომ სამართალდამცავ უწყებებს სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში მოქმედება და ჩარევა შეეძლებათ. 

კომენტარები