რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, გენშტაბი დრონებით შესაძლო იერიშზე აცხადებს

რუსი სამხედრო დრონის გასაშვებად ემზადება
Reuters

10 ნოემბრის საღამოს უკრაინის საჰაერო ძალებმა ტელეგრამ-არხზე უკრაინის რამდენიმე რეგიონებში უპილოტო საფრენი აპარატებით შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.  

უწყების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით შეინიშნებოდა, რაც დნიპროპეტროვსკის ოლქისთვის საფრთხეს წარმოშობს, ამასთან დრონები მოძრაობდნენ ხარკოვის ოლქიდან პოლტავას მიმართულებით.

21:00 საათისთვის საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. მოგვიანებით სიას დაემატა ოდესა და ჩერკასი.

22:07 საათზე კიევის ოლქშიც გამოცხადდა საჰაერო განგაში. 

კომენტარები