ლევან დოთიაშვილი

"სახის არეში აღენიშნება დაზიანება" - ირაკლი ანთაძე ლევან დოთიაშვილის მდგომარეობაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ლევან დოთიაშვილს სახეზე აღენიშნება დაზიანება.

"არ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში". - თქვა ანთაძემ.

მისივე თქმით, როგორც დოთიაშვილი ამბობს "უკვე ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, როგორც თავად გვითხრა, ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უკანონო დაკავების დროს".

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები