ანტისემიტიზმი

UCL-ს 500 კურსდამთავრებული ანტისემიტიზმის ტალღის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს

 Philip Toscano/PA Archive

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 500-მა კურსდამთავრებულმა საგანმანათლებლო საკითხების მდივანს, მაიკლ სპენსს წერილი მისწერა უნივერსიტეტში ანტისემიტიზმის მძლავრი ტალღის შეჩერების მოთხოვნით. წერილში ხაზგასმულია, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ საფრთხის ქვეშ დადგა უნივერსიტეტის ებრაელი სტუდენტების სიცოცხლე და მათ დასაცავად უნივერსიტეტმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. 

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ერთ-ერთმა განყოფილებამ - უნივერსიტეტისა და კოლეჯის გაერთიანებამ (UCU) დაგმო ისრაელის ქმედებები და მხარი დაუჭირა "პალესტინელების ამბოხებას და ინტიფადას საბოლოო გამარჯვებამდე". აღნიშნულს UCL-ის კურსდამთავრებულების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მათი თქმით მსგავსი განცხადებები მთლიანად უნივერსიტეტის რეპუტაციას აყენებდა ზიანს. 

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების მინისტრმა სტუდენტების ჯგუფს, რომლებიც პალესტინის ინტიფადას და ბრძოლას გულშემატკივრობენ, ჰამასის სასარგებლო იდიოტები უწოდა

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი 1826 წელს დაარსდა და ებრაელ სტუდენტებს იქ სწავლა თავიდანვე შეეძლოთ. 

კომენტარები