რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ოდესაში 124 წლის წინ აშენებული გალერეა დაზიანდა

independent.co.uk

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, 6 ნოემბერს რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა და ნაწილობრივ დაინგრა ოდესის 124 წლის წინ აშენებული ხელოვნების ეროვნული გალერეა. 

ხელოვნების ეროვნული გალერეა ოდესის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასახლის შენობაშია განთავსებული. გალერეაში გამოფენილია მე-19 და მე-20 საუკუნეების ცნობილი რუსი და უკრაინელი მხატვრების ტილოები. ოდესის რეგიონის გუბერნატორის ოლეგ კიპერის თქმით, ზუსტად 6 ნოემბერს ოდესის ცნობილი გალერიის აშენებიდან 124 წელი შესრულდა. 

"რუსებმა ჩვენს არქიტექტურულ მონუმენტს "დაბადების დღე მიულოცეს" და რაკეტა ჩამოაგდეს" - თქვა კიპერმა. 

ოდესის ქალაქის საბჭომ ვიდეო გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ინგრევა ოდესის ისტორიული შენობა. გალერეის სიახლოვეს ქუჩაზე ჩამოგდებულმა რაკეტამ რამდენიმე მეტრის სიღრმის კრატერი შექმნა. 

კომენტარები