რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: გავანადგურეთ 15 დრონი და 1 რაკეტა

Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები

6 ნოემბრის ღამით რუსეთმა უკრაინაზე 22 დრონითა და 4 სხვადასხვა ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში. 

უკრაინის საჰაერო ძალებმა 15 დრონისა და X-59 ტიპის რაკეტის ჩამოგდება შეძლეს. 

4-დან 2 რაკეტა ოკუპირებული ყირიმიდან ისროლეს, ხოლო 2 – ოკუპირებული ხერსონიდან. შაჰედის ტიპის დრონები ასევე ყირიმის ნახევარკუნძულიდან გამოუშვეს.

დარჩენილი შაჰედებმა ოდესის ოლქზე მიიტანეს იერიში. დარტყმის შედეგად პორტის მიდამოებში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, დაშავდა 8 ადამიანი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიით, ავიაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით ბომბავს.

კომენტარები