მერაია ქერი

პლაგიატის ბრალდება – მერაია ქერის All I Want for Christmas is You-ის გამო უჩივიან

მერაია ქერი
Business Insider

მერაია ქერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელია შეტანილი. მუსიკოსი ენდი სტოუნი მას პლაგიატში ადანაშაულებს და სასამართლოს გზით 20 მილიონ დოლარს ითხოვს.

სტოუნი კომპოზიტორი და ბენდ Vince Vance and the Valiants-ის ვოკალისტია, რომელმაც 1989 წელს სიმღერა სახელად All I Want for Christmas is You დაწერა. სტოუნი ქერის "კომპოზიციური სტრუქტურის" მოპარვაში ადანაშაულებს.

1994 წელს გამოშვებული All I Want for Christmas is You მერაია ქერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერაა, რომელმაც მუსიკოსს $60 მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

კომენტარები