ამერიკელი მომღერლის, მერაია ქერის თქმით, მან დედა, პატრიცია და და, ელისონი ერთ დღეს დაკარგა.
"გული მტკივა, რომ გასულ კვირას დედა დავკარგე. სამწუხაროდ, მოვლენების ტრაგიკული განვითარებით, ჩემმა დამაც სიცოცხლე იმავე დღეს დაასრულა". - თქვა ქერიმ ორშაბათს.
BBC-ს ცნობით, არაერთი გრემის მფლობელმა მომღერალმა თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, რომ დედის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დრო მასთან ერთად გაატარა.
გარდაცვალების მიზეზების შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.
მერაია ქერის დედა, პატრიცია 87 წლის ყოფილი ოპერის მომღერალი და ვოკალის მასწავლებელი იყო, მისი და ელისონი კი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.





