ბელარუსი

ბელარუსის აქციების საპროტესტო სიმღერების ავტორებს, TOR BAND-ის წევრებს, პატიმრობა მიესაჯათ

Belarusband.com

ბელარუსული როკ ბენდის, Tor Band-ის წევრებს სასამრთლომ პატიმრობა მიუსაჯა. ჯგუფის არაერთი სიმღერა 2020 წლის საპროტესტო აქციების ჰიმნებად იქცა. 

მუსიკოსები დამნაშავეებად შემდეგ მუხლებს ცნეს: სოციალური განხეთქილების გაღვივება, ექსტრემისტული დაჯგუფების ფორმირება ან მისი წევრობა, ბელარუსის დისკრედიტაცია, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეურაცხყოფა.

ბენდის სამივე წევრს პატიმრობა მიესაჯა. დმიტრი გოლოვაჩს 9 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ევგენი ბურლოს – 8 წელი, ანდრეი იარემჩიკს – 7.5 წელი. სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში გაიმართა.

საპროტესტო აქციების მონაწილეების დევნის მიუხედავად Tor Band-ის წევრები ბელარუსში დარჩნენ. ისინი 2023 წლის 20 იანვარს ბელარუსის სუკ-მა როკ ჯგუფი "ექსტრემისტულ ფორმირებად" ცნო.

კომენტარები