რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ჩამოგდებულია 24 დრონი და რაკეტა X-59

X-59 მოდელის რაკეტა
Wikipedia

3 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 38-დან 24 რუსული დრონი და ერთი X-59 მოდელის რაკეტა გაანადგურეს.

"საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით განადგურებულია შაჰედის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატი და X-59 მოდელის რაკეტა". – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

დარჩენილი დრონების ნაწილმა ხერსონის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურა, არიან დაშავებულები.

გენშტაბის ცნობით მეტოქემ გასული 24 საათის განმავლობაში 7 სარაკეტო და 70 საავიაციო იერიში მიიტანა, ასევე უკრაინის ტერიტორია 93-ჯერ დაიბომბა რეაქტიული საზენიტო სისტემებით. 

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად, დრონებით, არტილერიითა და ავიაციის დახმარებით ბომბავს.

კომენტარები