ისრაელის საწინააღმდეგო აქცია

რუსეთშიც დამარცხდებით და ღაზაშიც – მარნეულის აქციაზე ბაიდენს მიმართეს

ისრაელის საწინააღმდეგო აქცია მარნეულში
Aktual.ge

"ბაიდენი, იმპერიალიზმის მეთაური, მსოფლიოში მუსლიმების სიკვდილში მისი ხელია ჩადებული". - მარნეულში გამართულ ისრაელის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ აქციაზე რადიო მარნეულის მიხედვით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, ალი ალიევმა აშშ-ს პრეზიდენტს მიმართა, რომ მათზე ისლამის ძალები გაიმარჯვებენ და რუსეთსა და ღაზაში დამარცხდებიან.

"მიკვირს, დღევანდელი აქციის სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირება, აბსურდია. ეს არის ჩვენი შინაგანი წუხილი და იმიტომ ვართ აქ შეკრებილნი რომ სათქმელი ვთქვათ. ამერიკა, ისრაელის რეჟიმი უბრალოდ ვერ აღიარებს დამარცხებას. ესენი პატარა ქვეყნებს აჩვენებდნენ თავიანთ ძალას და მათი ძალების უკვე აღარავის სჯერა. მსოფლიომ გაიგო, რომ ესენი უძლურები, მშიშრები არიან. რამდენიმე დღის წინ, ბაიდენი, მაპატიეთ და ის ბებერი მოხუცი, იმპერიალიზმის მეთაური, მსოფლიოში მუსლიმების სიკვდილში მისი ხელია ჩადებული, ასევე ევროპული ქვეყნების, ნატოს წევრების ხელიც ურევია ამაში. ბაიდენმა თქვა, ჩვენ რუსეთზე და ღაზაზე გავიმარჯვებთო. მე კი აქედან ვამბობ რომ ვერ გაიმარჯვებთ, ორივეგან დამარცხებულები ხართ, დამარცხდებით კიდევაც. ისლამის ძალები სულ იმარჯვებდა თქვენზე და ასეც გაგრძელდება". - ავრცელებს ალი ალიევის სიტყვებს რადიო მარნეული.

კომენტარები