საქართველოს პარლამენტი

კალაძე: ხაბეიშვილმა მაგრად ივარჯიშა და უნდა უფრთხილდეთ

ხაბეიშვილს უფრთხილდით, ძაან საშიშია. თან ნავარჯიშებია, მაგრად ივარჯიშა და უნდა უფრთხილდეთ. ხაბეიშვილი არ შევარდა? ხომ აპირებდა სადღაც შევარდნას, მიშა უნდა ვიხსნაო?

თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე თვეა, არ უშვებს, რითაც საქმიანობაში ხელს უშლის. ამის გამო, ხაბეიშვილის თქმით, "ვემუქრები პაპუაშვილს, კი, ვემუქრები. მოუწევს არასაქმიან გარემოში ყოფნა, იმიტომ რომ, როგორც ის მიშლის საქმიანობაში ხელს, აუცილებლად, მეც ვეცდები კანონის შესაბამისად, რაც მაქვს მონიჭებული, ისე გავაპროტესტო და ხელი შევუშალო მას".

კომენტარები