Meta

Facebook-მა და Instagram-მა შესაძლებელია რეკლამების გასაუქმებლად ფასიანი სერვისები დაამატონ

charitydigital.org.uk

Facebook-მა და  Instagram-მა შესაძლოა დაამატონ ფასიანი სერვისები, რომლითაც მომხმარებელი რეკლამების გაუქმებას შეძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სიახლე მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპის ეკონომიკური ზონისა და შვეიცარიის მისამართებიდან შესულ მომხმარებლებს შეეხებათ. 

BBC-ის ცნობით, აღნიშნული სერვისის ფასი ყოველთვიურად გააქტიურებისთვის 9.99 ევრო იქნება. სერვისი შესაძლოა 2023 წლის ნოემბრიდან გააქტიურდეს. სერვისის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ ზრდასრულ მომხმარებლებს. 

2023 წლის იანვარში კომპანია Meta, რომელიც Facebook-სა და Instagram-ს ფლობს, განთავსებული რეკლამების გამო ევროკავშირის მონაცემთა პოლიტიკის დარღვევისთვის 390 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. 

Meta-ს თქმით, აღნიშნული სერვისი ევროკავშირის რეგულაციის მორგების მცდელობაა და არა ფულის შოვნის საშუალება. 

კომენტარები