მოლდოვა

კიშინიოვის მერობის კანდიდატს რუსულად საუბრის გამო სატელევიზიო დებატები დაატოვებინეს

მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიშინიოვის მერობის ერთ-ერთ ოპოზიციონერ კანდიდატს, დიანა კარამანს თავისი საარჩევნო პროგრამის რუსულ ენაზე წარდგენის საშუალება არ მისცეს და სატელევიზიო დებატები დაატოვებინეს. მანამდე, მოლდოვის კომუნისტური პარტიის კანდიდატს პირდაპირ ეთერში მიკროფონი გაუთიშეს და მოუწოდეს, ესაუბრა რუმინულ ენაზე. 

"ვალდებული ვარ, შეგაწყვეტინოთ. თუ შეიძლება, გადაცემის წესების თანახმად, რუმინულად ისაუბრეთ". – უთხრა გადაცემის წამყვანმა კარამანს.

"მე არ მაძლევენ საკუთარი პროგრამის წარდგენის საშუალებას მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულად ვსაუბრობ. ეს დისკრიმინაციაა. ყველა საერთაშორისო ინსტანციამ უნდა დააფიქსიროს მოსაზრება ამ საკითხზე". – თქვა კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანმა რუსულად საუბარი აუკრძალა. 

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პროდასავლური მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის ინიციატივით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში, ქვეყნის სახელმწიფო ენად რუმინულის ჩაწერას, ხოლო მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულს ერთაშორის საკომუნიკაციო ენის სტატუსი წაართვა.

 

კომენტარები