საქართველო-რუსეთი

კალაძე პუტინთან ბანკეტზე: ეს არის თითიდან გამოწოვილი ჩვეულებრივი სისულელე

ქართული ოცნება

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა ტაბულას მიერ 27 ოქტომბერს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა. მისი თქმით, ეს თემა "თითიდანაა გამოწოვილი".

"ეს არის თითიდან გამოწოვილი ჩვეულებრივი სისულელე, რასაც ცდილობთ თქვენ გააკეთოთ, მაგრამ არაფერი არ გამოვა. ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ  აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო [ისევე], როგორც სხვა დელეგაციის წევრები. შესაბამისად, საქართველომაც მიიღო მონაწილეობა". - ამბობს კახა კალაძე. 

როგორც ჩინეთში 18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ირკვევა, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცეპრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.

საქართველოს ვიცეპრემიერი ჩინეთში ბანკეტს პუტინთან ერთად დაესწრო, მის სიტყვასაც მოუსმინა

კომენტარები