აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

მაიკ პენსმა პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

მაიკ პენსი
AP/John Locher

ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა მაიკ პენსმა შაბათს, 28 ოქტომბერს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატურა მოხსნა

"ჩემთვის ცხადი გახდა: ჩემი დრო არაა. ამდენი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე დღეიდან შევაჩერო ჩემი პრეზიდენტობის კამპანია". – თქვა პენსმა ლას-ვეგასში რესპუბლიკელი ებრაელების კოალიციის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

"ყოველთვის ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ არაფერს ვნანობ". – დაამატა პენსმა. 

მაიკ პენსი არის პირველი მნიშვნელოვანი კანდიდატი, რომელმაც კანდიდატურა გაიწვია მაშინ, როცა ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპის კამპანია ლიდერობას ინარჩუნებს. პენსი პრაიმერში ყველასთვის მნიშვნელოვან მეტოქედ განიხილებოდა, თუმცა მან საფუძვლიანი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო.

პენსს არ გამოუცხადებია მხარდაჭერა რესპუბლიკური პარტიის არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, თუმცა ტრამპის საწინააღმდეგო რიტორიკა გააჟღერა.

აშშ-ს ბოლო არჩევნების შემდეგ მაიკ პენსი დონალდ ტრამპს განუდგა, რითიც მან კონსტიტუციური კრიზისი თავიდან აირიდა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერების რისხვა დაატყდა.

კომენტარები