უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან ლობჟანიძე დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

საგარეო უწყების ცნობით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საელჩო და შესრულდება შესაბამისი პროცედურები. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ლობჟანიძე 51-ე დაღუპული ქართველი მოხალისეა.

კომენტარები