აშშ

აშშ B61 ტიპის თერმობირთვული ბომბების გაუმჯობესებას აპირებს

ავიაგამანადგურებელი F-35 აგდებს B61-12 ტიპის ბირთვული ბომბის სატესტო ვერსიას
National Nuclear Security Administration

აშშ აპირებს, რომ საკუთარი B61 ტიპის თერმობირთვული ბომბი გააუმჯობესოს. ამის შესახებ საუბარია პენტაგონი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"დღეს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიწყებს B61 ტიპის თერმობირთვული ბომბის თანამედროვე, B61-13 ვერსიაზე მუშაობას, კონგრესის თანხმობისა და შესაბამისი ზომების შემდეგ". – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

"დღევანდელი განცხადება პასუხს სცემს უსაფრთხოების გარემოს ცვლილებასა და პოტენციური მტრების მხრიდან საფრთხის გაზრდას. შეერთებული შტატები პასუხისმგებელია გააგრძელოს იმ შესაძლებლობების შეფასება და გამომუშავება, რომლებიც გვჭირდება სტრატეგიული თავდასხმების შესაჩერებლად და, თუ საჭიროა, პასუხის გასაცემად, უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეებიც". - თქვა კოსმოსურ პოლიტიკაში თავდაცვის მდივნის დამხმარემ, ჯონ პლამბმა.

პლამბმა აღნიშნა, რომ B61-13-ით B61-7-ის ტიპის ბომბებს ჩაანაცვლებენ და საბოლოო ჯამში აშშ-ს ბირთვული იარაღის რაოდენობა არ შეიცვლება.

განცხადებაში აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ B61-13-ზე მუშაობა არაა არცერთი მიმდინარე მოვლენის საპასუხო რეაქცია და პასუხობს მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ცვლილებას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბერში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ ევროპაში, NATO-ს ქვეყნებში B61-12 ტიპის თერმობირთვული ბომბების განთავსების პროცესს აჩქარებდა.

კომენტარები