ვირტუალური რეალობა

Apple-ის ვირტუალური რეალობის სათვალე, შესაძლოა, ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენონ

კომპანია Apple–ის ამ წლის მთავარი პროდუქტი, ვირტუალური რეალობის სათვალე – The Vision Pro შესაძლოა, დეპრესიის, შფოთვისა და პოსტტრამვული სტრესული აშლილობის დიაგნოსტიკისთვისა და მათ სამკურნალოდ გამოიყენონ - წერს Insider-ი The Information-ზე დაყრდნობით.  

წყაროს მიერ The information-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოწყობილობაზე არსებულ კამერას შეუძლია დააკვირდეს ადამიანის თვალის მოძრაობას და ამის საფუძველზე აღმოაჩინოს შესაძლო ფსიქიკური დაავადებების ნიშნები, მოწყობილობის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულმა გამოსახულებებმა და ხმებმა, შესაძლოა, მათი ემოციური მდგომარეობა გააუმჯობესოს. 

ვირტუალური რეალობის თერაპია ათწლეულებია რაც გამოიყენება შფოთვითი აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ. ის გამოიყენეს აშშ-ში 9 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას გადარჩენილი ადამიანების სამკურნალოდაც. გამოცდილებით დასტურდება, რომ ის  ეფექტიანია მაღალ სტრესულ გარემოში მომუშავე სამედიცინო პერსონალის წევრებში სტრესის შემცირებაში.  

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, თუ რა იქნება მოწყობილობის გამოყენების მთავარი დანიშნულება, ჯანდაცვის სფეროს მკაცრი რეგულირების გამო, Apple-ში თავს იკავებენ მოწყობილობის სამკურნალო გამოყენებასთან დაკავშირებას და მას ამჟამად ცდილობენ მის პოპულარიზაციას, როგორც მხოლოდ გასართობ პროდუქტს.

კომენტარები