ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო: მიუხედავად სანქციებისა, EU-ს შენარჩუნების გულმხურვალე მხარდამჭერი ვარ

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, ის ევროკავშირის შენარჩუნების მომხრეა.

"ევროკავშირში რატომღაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ, ბელარუსი, ევროკავშირის მოწინააღმდეგეები ვართ. თქვენ იცით, ჩვენ არ ვართ შურისმაძიებელი ხალხი და მიუხედავად ევროკავშირში არსებული ტურბულენტობისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისა, ბელარუსის პრეზიდენტი არის ევროკავშირის შენარჩუნების გულმხურვალე მხარდამჭერი". - თქვა მან. 

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ის ევროკავშირს ერთ-ერთ საყრდენად ხედავს, ხოლო "მისი მოშლა ყველასთვის ცუდი იქნება".

"არა იმიტომ, რომ მე ნამდვილად მიყვარს ევროკავშირი, არამედ იმიტომ, რომ ევროკავშირი, აშშ-სთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ... ინდოეთთან ერთად ჩვენი პლანეტის არსებობის ძლიერი საყრდენია. თუ ეს საყრდენი მოიშლება, ეს ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის.

[...] ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ევროკავშირი იყოს ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი ასოციაცია". - თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები