რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 11-ვე დრონი გავანადგურეთ – უკრაინა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

25 ოქტომბრის ღამით რუსმა სამხედროებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 11 დრონით შეუტიეს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მოგვიანებით, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა დააზუსტეს, ოკუპანტებმა დრონები სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გაუშვეს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები. ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა ჩერკასის, ხერსონის, პოლტავას, ჟიტომირის, ხმელნიცკის და მიკოლაივის რეგიონებში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინას 6 რაკეტით შეუტიეს და საჰაერო იერიში 51-ჯერ მიიტანეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან უკრაინის პოზიციებზე 66-ჯერ მიიტანეს სარაკეტო იერიში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, არიან დაჭრილებიც. გარდა ამისა, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

კომენტარები