აშშ

დეტროიტში სინაგოგის ხელმძღვანელი ცივი იარაღით მოკლული იპოვეს - პოლიცია მოტივს ადგენს

დეტროიტის სინაგოგის საბჭოს პრეზიდენტი სამანთა უოლი
David Guralnick/Detroit News via AP

დეტროიტის სინაგოგის საბჭოს პრეზიდენტი სამანთა უოლი, 21 ოქტომბერს ცივი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით სახლთან მოკლული იპოვეს.

მას ჭრილობები ცივი იარაღით, მრავალგზის ჰქონდა მიყენებული.

ეჭვმიტანილსა და მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

CNN-ის თქმით, მომხდარზე FBI-იც არის ინფორმირებული და ისინი დეტროიტის პოლიციის საჭიროებების მიხედვით ჩაერთვებიან გამოძიების პროცესში. ადგილობრივ პოლიციას გამოძიებაში ასევე მიჩიგანის პოლიციაც ეხმარება.

მომხდარს მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერიც გამოეხმაურა:

“ისინი ერთად გამოიძიებენ ამ საზარელ დანაშაულს და დამნაშავეს მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარადგენენ” - თქვა მან.

კომენტარები