რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში რუსულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

ხარკოვის რეგიონში რუსულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაბომბილია საფოსტო კომპანიის საწყობი.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულები საფოსტო კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმის დროს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, С-300-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა. ამ დროს შენობაში 22 ადამიანი იმყოფებოდა.

სინეგუბოვი აღნიშნავს, რომ ხარკოვის დასავლეთ ნაწილში, კოროტიჩის რაიონში მდებარე კერძო საფოსტო კომპანია, "ცალსახად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილს წარმოადგენდა". მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ასაკი 19-დან 42-წლამდე მერყეობდა.

კომენტარები