ყაზახეთი

ყაზახეთმა უარყო, რომ ომში გამოყენებადი 106 სახეობის საქონლის რუსეთში ექსპორტი აკრძალა

ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე კაირატ ტორებაევი
The Moscow Times 

ყაზახეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია რუსეთში 106 სახეობის ორმაგი დანიშნულების მქონე საქონლის ექსპორტის აკრძალვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაზახეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების მოწესრიგება "სრულიად ხდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად".

"არავითარი აკრძალვა რუსეთში რაიმე საქონლის ექსპორტზე არ დაწესებულა ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ე.წ. ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობა, რომელიც ექვემდებარება ექსპორტის კონტროლს, სრულდება ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთ საქონელთან დაკავშირებით ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტისთვის შესაბამისი ლიცენზიის აღებაა საჭირო". - ნათქვამია განცხადებაში.

19 ოქტომბერს ადგილობრივი მედია ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე კაირატ ტორებაევზე დაყრდნობით წერდა, რომ ყაზახეთმა აკრძალა ორმაგი დანიშნულების მქონე 106 სახეობის საქონლის ექსპორტი რუსეთში. 

ამავე ინფორმაციით, ყაზახეთიდან რუსეთში აკრძალულ საქონელს შორის დრონები, ჩიპები და ომში გამოყენებადი სხვა ელექტრონიკა იყო.

კომენტარები