რუსული კანონი

აკოფაშვილს სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმა და ორწლიანი პირობითი მსჯავრი დააკისრა

წყარო: Newshub.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულ თორნიკე აკოფაშვილს ორწლიანი პირობითი მსჯავრი და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აკოფაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს, ხოლო 10 მარტს 3 000-ლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლეს. მას ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა. საქმის წარმოება 19 ოქტომბერს, 3 000-ლარიანი ჯარიმითა და ორწლიანი პირობითი მსჯავრით დასრულდა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო

კომენტარები