ფრენსის ფუკუიამა

ფუკუიამა: ომის მოგების შემთხვევაშიც უკრაინა ისრაელის ბედს გაიზიარებს

პოლიტოლოგმა და ფილოსოფოსმა ფრენსის ფუკუიამამ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან რუსეთ-უკრაინის ომზე ილაპარაკა.

"არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ომის შესაძლოა 5 ან 10 წუთი გაგრძელდეს, არ იციან რაზე ლაპარაკობენ. ეს ერთ-ერთი შესაძლოა ვარიანტია, მაგრამ არა გარდაუვალი ვარიანტი. ვფიქრობ სიტუაცია უკრაინაში, რაღაცით დაემსგავსება სიტუაციას ისრაელში. იმას ვგულისხმობ, რომ რუსეთი არსად წავა. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაშიც რუსეთი დარჩება სერიოზულ საფრთხედ". – ამბობს ფუკუიამა.

ფუკუიამას თქმით 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებაც კი არ გაანადგურებს რუსეთს:

"არ მოხდება ისე, როგორც 1945 წელს გერმანიასთან ან იაპონიასთან მოხდა. რუსეთი რჩება და მომავალშიც იქნება ძლიერი სახელმწიფო. რუსეთს აქვს იარაღი, ნავთობი და მრავალი რესურსი". 

ამერიკელმა პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის დაშლის წინააღმდეგი ევროპაში არ არიან.

"ვფიქრობ, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში არ უყურებენ რუსეთის დაშლის ფაქტს ნეგატიურად. სავარაუდოდ ადამიანები უფრო ნერვიულობენ ბირთვულ არსენალზე, რომელიც ამჟამად რუსეთს გააჩნია".

ფუკუიამამ დააზუსტა, რომ რუსეთი შესაძლოა მშვიდობიანად დაიშალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუგებარია როგორ განაწილდება ბირთვული იარაღი რუსეთის ადგილას წარმოქმნილ სახელმწიფოებს შორის.

კომენტარები