2023 წელს გარდაცვლილები

83 წლის ასაკში ROCKY-ს ვარსკვლავი, მსახიობი ბერტ იანგი გარდაიცვალა

ბერტ იანგი
Befunky

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი ბერტ იანგი. პოპულარობა მას როკის ფილმების სერიაში შესრულებულმა პოლი პენინოს როლმა მოუტანა.

იანგი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში. 1957-59 წლებში მსახურობდა ჯარში, სადაც დაინტერესდა კრივით და შიდა ტურნირებზე 34-დან 32 შეხვედრაში გაიმარჯვა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა მსახიობობა, სწავლობდა ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის ლი სტრასბერგის სტუდიაში.

პირველი როლები შეასრულა 1970-იანი წლების დასაწყისში, ძირითადად თამაშობდა მუშათა კლასის იტალიელ ამერიკელებს. წარმატება და ოსკარის ნომინაცია მოუტანა პოლის როლმა ფილმში Rocky. იანგი იმ ოთხ მსახიობს შორის არის, რომელმაც როკის ექვსივე ფილმში ითამაშა. 2015 წელს მსახიობმა უარი თქვა Creed-ში თამაშზე, შესაბამისად მისი პერსონაჟი სცენარის მიხედვით 2012 წელს გარდაიცვალა. 

იანგს კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს 160-ზე მეტი როლი. მის ფილმოგრაფიაში გვხვდება ისეთი ცნობილი ფილმები და სერიალები, როგორებიც არის: Chinatown, Convoy, Once Upon a Time in America, Last Exit to Brooklyn, Law & Order, M*A*S*H, Miami Vice, The Sopranos, Mickey Blue Eyes.

კომენტარები